„ბლუმბერგი“ - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში მიიწვია, შეხვედრა მომდევნო კვირაში იგეგმება
„ბლუმბერგი“ - დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში მიიწვია, შეხვედრა მომდევნო კვირაში იგეგმება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში მიიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მანამდე ამ შეხვედრის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსიც“ წერდა.

მედიის ცნობით, შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპისა და ორბანის შესაძლო შეხვედრა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ტრამპი ზრდის გავლენას საგარეო პოლიტიკაზე, რადგან ის ძალიან ახლოს არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენასთან.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და ტრამპის საარჩევნო შტაბს ორბანისა და ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.