„ბლუმბერგი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, თუმცა ამ გეგმაზე უარი თქვა
„ბლუმბერგი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, თუმცა ამ გეგმაზე უარი თქვა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა ნატო-ში უკრაინის მიწვევის შესახებ საჯარო მოწოდების გაჟღერების შესაძლებლობას, თუმცა უარი თქვა ამ გეგმაზე. სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მსგავსი მოწოდების „მოკლევადიან პერსპექტივაში წარმატების დაბალი ალბათობით“.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს ნაბიჯი იყო ერთ-ერთი, რომელთა გადადგმაც მოქმედ ადმინისტრაციას სურდა უკრაინის მხარდასაჭერად დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ნატო-ში მიწვევის შესახებ მოწოდების ნაცვლად, მომზადდება „რამდენიმე ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება“, რათა კიევის მისცენ გარანტიები. კონკრეტულად რა გარანტიებზეა საუბარი, სააგენტო არ აზუსტებს.