„ბლუმბერგი“ - აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გარდაუვალია და შეიძლება, უახლოეს დღეებში მოხდეს
„ბლუმბერგი“ - აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გარდაუვალია და შეიძლება, უახლოეს დღეებში მოხდეს

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გარდაუვალია და შეიძლება, უახლოეს დღეებში მოხდეს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ანონიმური წყაროები, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის შეფასებებს იცნობენ, მოხსენებაში აღნიშნავენ, რომ მთავარი საკითხია, როდის დაესხმება თავს თეირანი ისრაელს და არა ის, დაესხმება თუ არა. მათივე მოხსენების მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, ეს მოხდება ირანის ტერიტორიიდან თუ მისი ერთ-ერთი მარიონეტული წარმომადგენლის მიერ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ თეირანს შეუძლია, თავდასხმისას გამოიყენოს მაღალი სიზუსტის რაკეტები ან თვითმფრინავები.

მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენემ განაცხადა, რომ ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო.