„ბლუმბერგი“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი უკრაინიდან პოლონეთში გადაჰყავას
„ბლუმბერგი“ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი უკრაინიდან პოლონეთში გადაჰყავას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი უკრაინიდან პოლონეთში გადაჰყავას მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩოს პერსონალისთვის უკრაინის დატოვების განკარგულება უსაფრთხოების გათავლისწინებით არის გაცემული.

„ბლუმბერგის“ წყაროს ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება პერსონალის უკრაინაში დაბრუნებას სამშაბათს დილით გეგმავს, თუ რუსეთის ინტერვენცია არ მოხდება.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. გ

ასულ კვირას აშშ-მა კიევიდან საელჩო ლვოვში გადაიტანა და მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.