„ბლუმბერგი“ – აშშ-ის ყურადღება ახლა კუბის ხელისუფლებისთვის ყველა შემოსავლის წყაროს შეწყვეტაზეა კონცენტრირებული და არა სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციაზე
აშშ-ის სამხედრო ვარიანტი კუბისთვის ქრება, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბლუმბერგი“.
სტატიის თანახმად, საკითხთან დაკავშირებული პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია კუბასთან მიმართებით სულ უფრო მეტად სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის გამკაცრებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სამხედრო ძალის გამოყენებაზე კუნძულის კომუნისტური ხელმძღვანელობის დასამხობად.
„აშშ-ის ყურადღება ახლა რეჟიმისთვის ყველა შემოსავლის წყაროს შეწყვეტაზეა კონცენტრირებული და არა სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციაზე, რომელიც იანვრის რეიდის მსგავსია, როდესაც ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს. სტრატეგიის მიზანია კუბელების რიგებში ბზარების შექმნა და მოლაპარაკებებისთვის სივრცის გაჩენა“, – აღნიშნულია სტატიაში.