„ბლუ ბულზი“ საქართველოში სამი გუნდით ჩამოვა
„ბლუ ბულზი“ საქართველოში სამი გუნდით ჩამოვა

სამხრეთ აფრიკული „ბლუ ბულზის“ ახალგაზრდულმა გუნდებმა, სექტემბერში საქართველოში ჩამოსვლის და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შედგა.

საუბარია „ბლუ ბულზის“ 19, 17 და 15-წლამდე ასაკობრივ გუნდებზე, რომლებიც მზად არიან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდნენ და თამაშების გარდა ერთობლივი წვრთნები და მწვრთნელთა გადამზადების სემინარები ჩაატარონ.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მთელს საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. ის მშვიდობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. წელიწადს კარგი ამბით ვიწყებთ. სამხრეთ აფრიკელებმა, კერძოდ „ბლუ ბულზმა“ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებით თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ისინი საქართველოში რამდენიმე თამაშს გამართავენ, იქნება ერთობლივი ვარჯიშები და ფესტივალები. გადავხედავთ კალენდარს და თებერვალ-მარტში გულშემატკივარს აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფრმაციას მივაწვდით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი