Bloomberg - ჩინეთის ხელისუფლება სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს ურჩევს, თავი შეიკავონ აშშ-ში გამგზავრებისგან
ჩინეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს აშშ-ში საქმიანი მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
პეკინი ასევე მოუწოდებს ჩინური სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლებს, აშშ-ში გამგზავრებამდმე დამატებითი ზომები მიიღონ, რათა მათი მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები დაცული იყოს.
ჩინური სახელმწიფო კომპანიების საზედამხედველო კომისია ურჩევს თანამშრომლებს, მოგზაურობისას თან მხოლოდ კომპანიების მიერ გაცემული, დაცული კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები იქონიონ.
Bloomberg-ის ცნობით, გაფრთხილება მიიღო 100-მა კომპანიამ, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად სახელმწიფოს კუთვნილებაშია. გარდა ამისა, ჩინური კომპანიების თანამშრომლებს ურჩიეს, უკეთ იზრუნონ უსაფრთხოების ზომებზე, თუ ისინი დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში მიემგზავრებიან.