ენტონი ბლინკენი ერევანსა და ბაქოს ტყვეთა გაცვლის პროცესის დასრულებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამი სომეხი სამხედრო ტყვეს გათავისუფლებას მიესალმება და აქვე მხარეებს მოუწოდებს დაკავებულ პირთა გაცვლის პროცესი საბოლოოდ დაასრულონ.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„ორივე მხარეს მოვუწოდებთ სწრაფ რეჟიმში დაასრულონ ტყვეთა, პატიმართა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლის პროცესი. ასევე, შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
The U.S. welcomes Azerbaijan’s release of three Armenian detainees. We call on both parties to fully and expeditiously complete the exchange process for all prisoners, detainees, and remains, and to respect their obligations to ensure the humane treatment of detainees.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 5, 2021