„ბლექ სი არენაზე“ დღეს ჯესი ჯეი იმღერებს
„ბლექ სი არენაზე“ დღეს ჯესი ჯეი იმღერებს

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი (Jessie J) დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

ჯესი ჯეის მსოფლიო მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.