„ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს ჯესი ჯეის კონცერტი გაიმართება
„ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს ჯესი ჯეის კონცერტი გაიმართება

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი (Jessie J) საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.