ბიზნესომბუდსმენი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა 
ბიზნესომბუდსმენი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ. შეხვედრაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც მონაწილეობდა.

შეხვედრისას მიხეილ დაუშვილმა ასოციაციის წევრებთან ბიზნესთან ურთიერთობის საკუთარ ხედვებზე ისაუბრა, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ბიზნესსექტორის ის პრობლემატური საკითხები წარადგინეს, რომელთა მოგვარებაში, მათი თქმით, ბიზნესომბუდსმენის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.

„მისასალმებელია, რომ ახლად დანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა პირველი შეხვედრა საქართველოში ყველაზე დიდი ბიზნესგაერთიანების წევრებთან გამართა, რასაც ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყოს სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნესგარემო, რადგანაც ეს ინსტიტუტი ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება” – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.