ბიზნესომბუდსმენი- გადამხდელებისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესური ინიციატივაა
ბიზნესომბუდსმენი- გადამხდელებისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესური ინიციატივაა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას პრობიზნესურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, წინ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს. საუბარია პრემიერის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა.

გადამხდელებისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესური ინიციატივაა და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს, განაახლონ ამ მიზეზით შეჩერებული საქმიანობა. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს მეწარმეების მხრიდან საკითხი ისმებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის გააქტიურებაზე . სამთავრობო გუნდის ეს ნაბიჯი კი ვფიქრობ პასუხობს ამ გამოწვევას და კომპანიები, რომლებსაც დარიცხული გადასახადის გამო ჰქონდათ საქმიანობა შეჩერებული, შეძლებენ ბიზნესის კეთების გაგრძელებას და ჩაერთვებიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შექმნაში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.