ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩზე ისრაელში თავდასხმა სცადეს
ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩზე ისრაელში თავდასხმა სცადეს

ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი აცხადებს, რომ სტუდია „კვარტალ 95“-ის თანადამფუძნებელზე, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩზე, რომელიც კორუფციის საქმეზეა ბრალდებული, ისრაელში თავდასხმა სცადეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კოლომოისკიმ კიევის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მისთვის პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილება.

კოლომოისკის თქმით, თავდასხმა 28 ნოემბერს განხორციელდა, დამნაშავეები დაკავებულები არიან.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი, სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიების ფიგურანტია. ის კომპანია „ენერგოატომში“ მასშტაბური კორუფციული სქემის ორგანიზატორად სახელდება. უკრაინაში მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.