„ბიზნეს-ონლაინი“ - ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში გააგრძელოს
„ბიზნეს-ონლაინი“ - ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში გააგრძელოს
ჯანო ანანიძემ შესაძლოა, კარიერა თურქეთში გააგრძელოს – საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბიზნეს-ონლაინი“ ავრცელებს.
 
„წყაროს ცნობით, ქართველმა ნახევარმცველმა არენაზე წინადადება სეზონის დასრულებამდე მიიღო. საუბარია გუნდზე, რომელიც თურქეთის ჩემპიონატის ცხრილის შუაში იმყოფება. 27 წლის ქართველს კლუბისგან შეთავაზება იჯარის შესახებ აქვს. ხელშეკრულება შესაძლოა, შემდეგ კვირაში გაფორმდეს“, – ამტკიცებს „ბიზნეს-ონლაინი“.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ სეზონზე ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში 6 თამაში გაატარა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სპარტაკი“ ჯანოს წასვლის შემთხვევაში, ხელფასის სხვაობას მომდევნო წლის დეკემბრამდე დაფარავდა. ამჟამად, რუსული გამოცემის მტკიცებით, ქართველი წელიწადში 1,7 მილიონ ევროს იღებს.
ადრე, სპარტაკის გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა აღიარა, რომ ჯანოს მეტი სათამაშო დროის მისაღებად იჯარით წასვლა სურდა.