ბიუროს სხდომაზე ველოტრასებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების, განათლების კანონში ცვლილებებისა და ტყის ახალ კოდექსის ინიცირება მოხდება
ბიუროს სხდომაზე ველოტრასებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების, განათლების კანონში ცვლილებებისა და ტყის ახალ კოდექსის ინიცირება მოხდება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიცირება მოხდება. ცვლილებები ველოტრასებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ბიუროს სხდომაზე ასევე განათლების კანონისა და ტყის კოდექსის ცვლილებების ინიცირება მოხდება.

„ბიუროს სხდომაზე განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რაც ეხება ველოტრასებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას. ხშირია აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევები. ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ტყის კოდექსის ინიცირება, რომელიც პრაქტიკულად დაარეგულირებს იმ საკითხს, რაც მოუწესრიგებელია. ამ ეტაპზე დაეწერება შესაბამის კომიტეტებს, როგორც წამყვანს, ასევე სავალდებულოს. იქნება განათლების კანონში ცვლილებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.