ბიულეტენების 76 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე სტოიანოგლო 52,02 პროცენტით იმარჯვებს, მაია სანდუს 47,98 პროცენტი აქვს
ბიულეტენების 76 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე სტოიანოგლო 52,02 პროცენტით იმარჯვებს, მაია სანდუს 47,98 პროცენტი აქვს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლო ლიდერობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მოლდოვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, სტოიანოგლოს ხმების 52,02 პროცენტი აქვს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს – 47,98 პროცენტი.

ამ ეტაპზე ხმების 76 პროცენტია დათვლილი.

მოლდოვაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. მოსკოვში, თელ ავივში, კონსტანცასა და კაიზერსლაუტერნში გახსნილი უბნები კი ერთი საათით გვიან დაიხურება.

ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1,69 მილიონმა ამომრჩეველმა, რაც 54,2 პროცენტს შეადგენს.