ბიულეტენების 50 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაია სანდუ ხმათა 35,56 პროცენტს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შუალედური შედეგები ცნობილია.
ბიულეტენების 50 პროცენტის დამუშავების შემდეგ წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება: ამომრჩეველთა 35,56 პროცენტმა ხმა მისცა მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს. მეორე ადგილს მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო იკავებს ხმების 29,31 პროცენტით. მას მხარს პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს.
ამ დროის მონაცემებით, მესამე ადგილს „ჩვენი პარტიის“ ლიდერი რენატო უსათი იკავებს.
კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვება სჭირდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.