ბიუჯეტიდან 24-27 დეკემბერს 955 მილიონი ლარი დაიხარჯა
ბიუჯეტიდან 24-27 დეკემბერს 955 მილიონი ლარი დაიხარჯა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24-27 დეკემბერს 955 მილიონი ლარი დაიხარჯა. მონაცემები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

24 დეკემბერს ბიუჯეტიდან 130.8 მილიონი ლარი მიიმართა, 25 დეკემბერს – 151.7 მილიონი ლარი, 26 დეკემბერს 161.1 მილიონი ლარი, ხოლო 27 დეკემბერს – 511.6 მილიონი ლარი.

საბიუჯეტო სახსრების ათვისების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე მოდის, რომელიც საერთაშორისო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების ნაწილს ავანსად ურიცხავს.

დეკემბერში ბიუჯეტის შემოსულობებმა ამ დროისთვის 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, გადასახდელებმა კი 1.88 მილიარდი ლარი. ნაშთი შემცირებულია და 706.5 მილიონ ლარს შეადგენს.