ბითაძის 20 ქულა და ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - „ინდიანა“ ბოლო წამზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
10:28, 24.03.2022
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ NBA-ის რეგულარულ სეზონში 24 მარტს გამთენიისას „საკრამენტოკინგსს“ დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით დამარცხდა 108-109.
ბითაძემ ამ შეხვედრაშიც სასტარტოდან დაიწყო და 29:29 წუთი ითამაშა. ქართველი კალათბურთელი მორიგ ორმაგ დუბლთან ახლოს იყო – მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 9-დან 8 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა მესამე მეოთხედამდე „კინგსის“ უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ „პეისერსმა“ ბოლო პერიოდის დაწყებამდე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს, რიკ კარლაილის გუნდი 108-107-ს იგებდა, მაგრამ დამიანჯოუნსმა დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე თანაგუნდელის ნასროლ ბურთს დაამატა და თამაშიც თავის გუნდს მოაგებინა.
ინდიანა VS საკრამენტო
ბითაძეს ორივე გუნდიდან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა აჯობა. „ინდიანას“ მხრიდან გოგაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბადი ჰილდს ჰქონდა – 25 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა, დევიონმიტჩელმა 25 ქულა და 7 პასი დააგროვა, ხოლო შიმეზიმეტუს ანგარიშზე 22 ქულაა.
შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 25 მარტს „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.