ბითაძის 20 ქულა და ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე – „ინდიანა“ ბოლო წამზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

10:28, 24.03.2022

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსიNBA-ის რეგულარულ სეზონში 24 მარტს გამთენიისას „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით დამარცხდა 108-109.

ბითაძემ ამ შეხვედრაშიც სასტარტოდან დაიწყო და 29:29 წუთი ითამაშა. ქართველი კალათბურთელი მორიგ ორმაგ დუბლთან ახლოს იყო – მის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 9-დან 8 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. გოგამ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.

 

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა მესამე მეოთხედამდეკინგსის“ უპირატესობით მიდიოდა, მაგრამ „პეისერსმა“ ბოლო პერიოდის დაწყებამდე 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეოთხე მეოთხედის ბოლოს, რიკ კარლაილის გუნდი 108-107-ს იგებდა, მაგრამ დამიან ჯოუნსმა დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე თანაგუნდელის ნასროლ ბურთს დაამატა და თამაშიც თავის გუნდს მოაგებინა.

ინდიანა VS საკრამენტო

https://www.youtube.com/watch?v=ghiTrmQg3V8

ბითაძეს ორივე გუნდიდან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა აჯობა. „ინდიანას“ მხრიდან გოგაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბადი ჰილდს ჰქონდა – 25 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა, დევიონ მიტჩელმა 25 ქულა და 7 პასი დააგროვა, ხოლო შიმეზი მეტუს ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 25 მარტს „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი