ბითაძის 12 წუთი და 4 ქულა - „ინდიანამ“ „კლივლენდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 12 წუთი და 4 ქულა - „ინდიანამ“ „კლივლენდი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ ესტუმრა და 109:100 დაამარცხა.

გოგა ბითაძე პარკეტზე მეოთხე მეოთხედის დასაწყისში გამოჩნდა და მთლიანად, 12 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 4 ქულის, 2 მოხსნის (ორივე დაცვაში), 1 პასის, 1 ჩაჭრის და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ თამაშიდან 5-ჯერ ისროლა, ხუთივე პერიმეტრიდან და მხოლოდ ერთი ცდა გამოიყენა. საჯარიმოს ხაზთან ორჯერ დადგა და ბურთი კალათში ერთხელ მოათავსა. ბითაძემ ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა.

 

რაც შეეხება მატჩს, „პეისერსი“ უპირატესობას საწყისი მეოთხედიდანვე ფლობდა და ბოლო პერიოდამდე 11-ქულიანი უპირატესობით იგებდა. ყველაზე შედეგიანი ორივე გუნდის მხრიდან მალკოლმ ბროგდონი იყო 27 ქულით, დომანტას საბონისმა 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, „კლივლენდის“ მხრიდან კი საუკეთესო რიკი რუბიო იყო 14 ქულით.

შემდეგ მატჩს „ინდიანა“ „მემფისის“ წინააღმდეგ 14 ოქტომბერს გამართავს.