ბითაძე, დონჩიჩი და ჰილდი - NBA-ის კალათბურთელები, რომლებიც მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ითამაშებენ #1TVSPORT
დღეს, 1 ივლისს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის მე-5 შეხვედრას, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან გოგა ბითაძე ითამაშებს. სამწუხაროდ, ნაკრებს ამ ორ თამაშში ვერ დაეხმარება „მილუოკი ბაქსის“ სანდრო მამუკელაშვილი – მიზეზი საზაფხულო ლიგაა, სადაც ვისკონსინელები პირველ მატჩს 8 ივლისს გამართავენ.
გოგას გარდა საკვალიფიკაციოზე მსოფლიოს საუკეთესო ლიგიდან არაერთი კალათბურთელი ითამაშებს:
აფრიკა
ნიგერია: ჩიმეზი მეტუ (საკრამენტო კინგსი)
ანგოლა: ბრუნო ფერნანდო (ჰიუსტონ როკეტსი)
უგანდა: იშმაილ უეინრაიტი (ფინიქს სანსი)
ევროპა
საქართველო: გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი)
სლოვენია: ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი), გორან დრაგიჩი (ბრუკლინ ნეტსი)
უკრაინა: სვატოსლავ მიხაილიუკი (ტორონტო რეპტორსი)
ხორვატია: ბოიან ბოგდანოვიჩი (იუტა ჯაზი), ივიცა ზუბაცი (კლიპერსი)
ფინეთი: ლაური მარკანენი (კლივლენდ კავალიერსი)
საფრანგეთი: თეო მალედონი (ოკლაჰომა), ფრენკ ნტილიკინა (დალას მავერიკსი)
გერმანია: ისააკ ბონგა (ტორონტო რეპტორსი), დენის შროდერი (ჰიუსტონ როკეტსი)
ისრაელი: დენი ავდია (ვაშინგტონ ვიზარდსი)
ლატვია: დევის ბერტანსი (დალას მავერიკსი)
ლიეტუვა: იგნას ბრაზდეიკისი (ორლანდო მეჯიქი)
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა
არგენტინა: ლეანდრო ბოლმარო (მინესოტა ტიმბერვულვზი), ფაკუნდო კამპაცო (დენვერ ნაგეტსი)
ბაჰამის კუნძულები: ბადი ჰილდი (ინდიანა პეისერსი)
კანადა: ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი (იუტა ჯაზი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა), დუაიტ პაუელი (დალას მავერიკსი), კელი ოლინიკი (დეტროიტ პისტონსი)
კოლუმბია: ხაიმე ეკენიკე (ვაშინგტონ ვიზარდსი)
პუერტო რიკო: ხოსე ალვარადო (ნიუ ორლეანს პელიკანსი)
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გუშინ, 30 ივნისს განახლდა და 7 ივლისამდე გაგრძელდება.