ბითაძე, დონჩიჩი და ჰილდი - NBA-ის კალათბურთელები, რომლებიც მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ითამაშებენ #1TVSPORT
ბითაძე, დონჩიჩი და ჰილდი - NBA-ის კალათბურთელები, რომლებიც მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ითამაშებენ #1TVSPORT

დღეს, 1 ივლისს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის მე-5 შეხვედრას, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან გოგა ბითაძე ითამაშებს. სამწუხაროდ, ნაკრებს ამ ორ თამაშში ვერ დაეხმარება „მილუოკი ბაქსის“ სანდრო მამუკელაშვილი – მიზეზი საზაფხულო ლიგაა, სადაც ვისკონსინელები პირველ მატჩს 8 ივლისს გამართავენ.

გოგას გარდა საკვალიფიკაციოზე მსოფლიოს საუკეთესო ლიგიდან არაერთი კალათბურთელი ითამაშებს:

აფრიკა

ნიგერია: ჩიმეზი მეტუ (საკრამენტო კინგსი)

ანგოლა: ბრუნო ფერნანდო (ჰიუსტონ როკეტსი)

უგანდა: იშმაილ უეინრაიტი (ფინიქს სანსი)

 

ევროპა

საქართველო: გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი)

სლოვენია: ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი), გორან დრაგიჩი (ბრუკლინ ნეტსი)

უკრაინა: სვატოსლავ მიხაილიუკი (ტორონტო რეპტორსი)

ხორვატია: ბოიან ბოგდანოვიჩი (იუტა ჯაზი), ივიცა ზუბაცი (კლიპერსი)

ფინეთი: ლაური მარკანენი (კლივლენდ კავალიერსი)

საფრანგეთი: თეო მალედონი (ოკლაჰომა), ფრენკ ნტილიკინა (დალას მავერიკსი)

გერმანია: ისააკ ბონგა (ტორონტო რეპტორსი), დენის შროდერი (ჰიუსტონ როკეტსი)

ისრაელი: დენი ავდია (ვაშინგტონ ვიზარდსი)

ლატვია: დევის ბერტანსი (დალას მავერიკსი)

ლიეტუვა: იგნას ბრაზდეიკისი (ორლანდო მეჯიქი)

 

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა

არგენტინა: ლეანდრო ბოლმარო (მინესოტა ტიმბერვულვზი), ფაკუნდო კამპაცო (დენვერ ნაგეტსი)

ბაჰამის კუნძულები: ბადი ჰილდი (ინდიანა პეისერსი)

კანადა: ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი (იუტა ჯაზი), შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა), დუაიტ პაუელი (დალას მავერიკსი), კელი ოლინიკი (დეტროიტ პისტონსი)

კოლუმბია: ხაიმე ეკენიკე (ვაშინგტონ ვიზარდსი)

პუერტო რიკო: ხოსე ალვარადო (ნიუ ორლეანს პელიკანსი)

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გუშინ, 30 ივნისს განახლდა და 7 ივლისამდე გაგრძელდება.