ბირთვულ განიარაღებაზე აშშ-ის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია შვედეთში ჩავიდა

11:17, 04.10.2019

ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით აშშ-ის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად, ჩრდილოთ კორეის დელეგაცია შვედეთში ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ სტოკჰოლმის არლანდას აეროპორტი ე.წ. „ვიაიპზონით დატოვა და ლიდინგოს კუნძულზე მდებარე ჩრდილოეთ კორეის საელჩოში გაემგზავრა.

შვედეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, ფხენიანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

მსგავსი