ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ფოკის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

09:23, 22.05.2023

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკის წმ.ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის, „ოპიზარის“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს.

აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი იზრუნებს.

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 000 წელს გამოაცხადა.

f

მსგავსი