ბინების ქურდობის ბრალდებით ფინეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

15:33, 08.12.2017

ფინეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გარდა, ამავე ბრალდებით დაკავებულია რუმინეთის რვა მოქალაქე.

“აღმოსავლეთ უუსიმაას პოლიციაში დანაშაულის შესახებ შეტყობინებები თითქმის ყოველდღე შედიოდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულები ფინეთში სწორედ კრიმინალური საქმიანობისთვის ჩავიდნენ”, – ნათქვამია ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი