ბინალი ილდირიმი- რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ევროპის ალტერნატივა არ არის

15:52, 25.04.2018

რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ევროპის ალტერნატივა არ არის – ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში სტუმრობისას განაცხადა.

ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას 60 წელზე მეტია ელოდება. თურქეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებმაც წევრობის განაცხადი თურქეთის შემდეგ წარადგინეს, უკვე ევროგაერთიანების წევრები არიან, თურქეთის მიმართ კი იდეოლოგიური მიდგომაა.

„ევრაზიის რეგიონი მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებითია. ევროკავშირი რუსეთს ვერ გამორიცხავს“ – თქვა ილდირიმმა.

მსგავსი