„ბილდის“ ანალიტიკოსი იულიან რიოპკე აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო სანახევროდ ალყაში მოაქცია, რის გამოც უკრაინელები იძულებული იქნებიან, ქალაქი დატოვონ

14:50, 16.10.2024

რუსეთის არმიამ უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვო სანახევროდ ალყაში მოაქცია, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნებიან, დატოვონ ქალაქი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბილდის“ სამხედრო ანალიტიკოსის, იულიან რიოპკეს განცხადებაში.

„ბილდის“ ანალიტიკოსის თქმით, სელიდოვო არის ერთ-ერთი დასახლება პოკროვსკის გარეუბანში, რომლის ირგვლივ ბევრი სოფელი უკვე ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ.

„ბილდის“ მასალის თანახმად, სელიდოვოს დაცვას უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 ბრიგადა „კარა-დაგი“ ახორციელებს, მაგრამ რუსები აგრძელებენ წინსვლას. ქალაქ სელიდოვოში ომის დაწყებამდე 23 000 ადამიანი ცხოვრობდა.

მსგავსი