უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მინი-ტურნირის მასპინძელი ქალაქის შესახებ, – იუწყება გერმანული გამოცემა „ბილდი“.
გამოცემის ცნობით, ევროპის თასისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი ლისაბონში ჩატარდება. პორტუგალიის დედაქალაქის მთავარი კონკურენტი იყო გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი.
„ლისაბონის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. ჯერ ერთი, პორტუგალიის ყველა კლუბი შეჯიბრებას უკევ გამოეთიშა და გუნდები თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ასევე, ქალაქი უფრო მეტად შეესაბამება უეფა-ს მოთხოვნებს, რადგან პორტუგალიის დედაქალაქში ამჟამად კორონავირუსის დაავადება არ არის“, – წერს „ბილდი“.
გერმანული გამოცემის ცნობით, იყო მოსკოვის კანდიდატურაც: „რუსეთის ვარიანტი დანარჩენზე სწრაფად გამოირიცხა, რადგან უეფა-ს ხელმძღვანელობამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მატჩების გასამართად შეუფერებლად მიიჩნია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეოთხედფინალიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ორშეხვედრიანი დაპირისპირებებები გაუქმდებოდა, ხოლო გუნდები გამარჯვებულს ერთი შეხვედრით გამოავლენდნენ.