Bild-ი - უნაი ემერი „ბაიერნის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი, აგრეთვე „ბრაიტონის“ დამრიგებელი რობერტო დე ძერბი მთავარ კანდიდატებად განიხილებიან „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – ამის შესახებ წერს გაზეთი Bild-ი.
მაგრამ, როგორც იუწყებიან, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას ეჭვი აქვს დე ძერბისთან მიმართებაში, რადგან მას არასოდეს უმუშავია ტოპკლუბებში. სწორედ ამიტომ უპირატესობას ემერის ანიჭებენ.
შეგახსენებთ, რომ 2016-18 წლებში ემერი „პარი სენ-ჟერმენს“ ავარჯიშებდა, 2018-19 წლებში კი „არსენალს“ ედგა სათავეში.
ესპანელი „ასტონ ვილას“ 2022 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებს.