bild-ი - ბრძოლის ველზე უპირატესობა ახლა რუსების მხარესაა, რუსული ჯარი გამოფიტულია, მაგრამ მაინც ახერხებენ პოზიციების დაბრუნებას
bild-ი - ბრძოლის ველზე უპირატესობა ახლა რუსების მხარესაა, რუსული ჯარი გამოფიტულია, მაგრამ მაინც ახერხებენ პოზიციების დაბრუნებას

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასის დაკავება ნებისმიერ ფასად სურს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა bild-ი აქვეყნებს მასალას.

როგორც bild-ი იუწყება, ბრძოლის ველზე უპირატესობა ახლა რუსების მხარეზეა, მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსული ჯარი ახლა გამოფიტულია, ისინი მაინც ახერხებენ პოზიციების დაბრუნებას.

„მსხვერპლი უზარმაზარია, დღეში ზოგჯერ ათასამდეც კი, მაგრამ ვლადიმერ პუტინს მაინც არ აღელვებს საკუთარი ჯარისკაცების ბედი. მას დონბასის დაკავება ნებისმიერ ფასად სურს“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინაში ზამთრის პერიოდში გაურკვევლობა, იმედგაცრუება მაღალია და საკითხავია, ესმით თუ არა მთლიანი დრამა ვაშინგტონში, ბერლინსა და პარიზში.