Bild - ჰაინკესის შემცვლელი შესაძლოა, „ფრაიბურგის“ დამრიგებელი გახდეს
Bild - ჰაინკესის შემცვლელი შესაძლოა, „ფრაიბურგის“ დამრიგებელი გახდეს

„ფრაიბურგის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” იუპ ჰაინკესის მემკვიდრე გახდეს, თუ ის ზაფხულში კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს იტყვის.

როგორც Bild იტყობინება, “ბაიერნი” უკვე გავიდა შტრაიხთან კავშირზე. ახალი შეხვედრა კვირას არის დაგეგმილი – ამ დღეს “ფრაიბურგი” და “ბაიერნი” ბუნდესლიგის 25-ე ტურში ხვდებიან ერთმანეთს.

შტრაიხის გარდა, ბავარიელები იოახიმ ლიოვის (გერმანიის ნაკრები), იურგენ კლოპის (“ლივერპული”), იულიან ნაგელსმანის (“ჰოფენჰაიმი”), ნიკო კოვაჩის (“აინტრახტი”) და თომას ტუხელის კანდიდატურებს განიხილავენ.

შტრაიხი “ფრაიბურგის” მთავარ მწვრთნელად 2011 წლიდან მუშაობს.