Bild - „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება
Bild - „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება

ფრანქფურტისაინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მთავარი პრეტენდენტია მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელობაზე, – ამტკიცებს გაზეთი Bild. გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის ხორვატი სპეციალისტის მოქმედ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია ფრანქფურტული გუნდის დატოვება “ბაიერნისგან” წინადადების მიღების შემთხვევაში.

Bild იმასაც აღნიშნავს, რომ კოვაჩის სასარგებლოდაა ის ფაქტი, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს “ბაიერნის” სპორტულ დირექტორთან ჰასან სალიჰამიჯიჩთან, რომელთან ერთადაც მიუნხენურ კლუბში 2001-2003 წლებში თამაშობდა.

ამ დროისთვის, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი უჭირავს იუპ ჰაინკესს, რომელმაც სეზონის მსვლელობისას კარლო ანჩელოტი შეცვალა. 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, 72 წლის ჰაინკესი დატოვებს თანამდებობას.