ბილ და ჰილარი კლინტონებმა ნიუ იორკის საავადმყოფოებს 400-ზე მეტი პიცა გაუგზავნეს
ბილ და ჰილარი კლინტონებმა ნიუ იორკის საავადმყოფოებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ, 400-ზე მეტი პიცა გაუგზავნეს.
როგორც „სიენენი“ იუწყება, იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ იორკი ეპიდემიის ეპიცენტრად იქცა, ექიმებს მუშაობა უწყვეტ რეჟიმში უწევთ. მათ არ აქვთ შესვენების ან საკვებზე ზრუნვის დრო. პიცებს თან წერილიც ახლდა, რომელშიც ვკითხულობთ, „მადლობა ჩვენი საზოგადოების დაცვისთვის. ბილ და ჰილარი კლინტონებისგან“.
ბილ კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტია. ის ქვეყანას 1993-2001 წლებში მართავდა.