ბილ და ჰილარი კლინტონები ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„ამომრჩევლებმა საკუთარი სათქმელი თქვეს და მათ ჩვენს მომავალ პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აირჩიეს. ეს ისტორიული მომენტია, ეს ტრამპისთვის უარის თქმა და ამერიკისთვის ახალი ფურცელია. მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. წინ, ერთად!“ – წერს ჰილარი კლინტონი „ტვიტერში“.
ბილ კლინტონის თქმით, ამერიკამ საკუთარი სათქმელი თქვა და დემოკრატიამ გაიმარჯვა.
„ახლა გვყავს არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, რომლებიც ყველა ჩვენგანს ემსახურებიან და გაგვაერთიანებენ. ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, – წერს ბილ კლინტონი „ტვიტერში“.