ბილ ბომონტი საგანგებო შეხვედრას იწვევს - „მსოფლიო რაგბი“ კრიტიკას პასუხობს
ბილ ბომონტი საგანგებო შეხვედრას იწვევს - „მსოფლიო რაგბი“ კრიტიკას პასუხობს

„მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარე სერ ბილ ბომონტმა საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რათა საერთაშორისო რაგბის მომავალი განიხილოს.

შეხვედრას ყველა პირველი რანგის ქვეყნის, ფიჯის, იაპონიისა და მოთამაშეთა კავშირის წარმომადგენელები დაესწრებიან. შეხვედრა მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.

შეხვედრის მთავარი მიზეზი ახალი ტურნირის – „მსოფლიო ლიგის“ შეთავაზებული ფორმატით გამოწვეული კრიტიკაა.

„მინდა, საკითხი კონსტრუქციულად განვიხილოთ და შეხვედრას პროდუქტიული შედეგი ჰქონდეს. მხოლოდ ერთად მუშაობით არის შესაძლებელი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მსოფლიო რაგბის ზრდას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ბომონტმა.

„მსოფლიო ლიგის“ იდეა მცირე ხნის წინ გაჟღერდა. ტურნირში, თუკი ის შეიქმნება, „ექვსი ერის“ ქვეყნები: ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, იაპონია და აშშ მიიღებენ მონაწილეობას. კრიტიკა სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წყნარი ოკეანის კუნძულების ქვეყნები (ფიჯი, ტონგა, სამოა) და საქართველო ტურნირის ფორმატს არ ერგებოდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბომონტმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.