ბიძინა კულუმბეგოვი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, მასზე უნდა ვიმოქმედოთ
ბიძინა კულუმბეგოვი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, მასზე უნდა ვიმოქმედოთ

ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ საპირწონე ღონისძიებებზე, რომელიც ეპიდემიის ამ ძალიან სერიოზულ ტრაექტორიაზე გავლენას მოახდენს.

„ეპიდემიასაც ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ბუნებრივია, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, იყო ბევრი ვარიანტის განხილვა, ბევრი მსჯელობა, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება გადამწყვეტი თვეები, როდესაც ჩვენ, რეალურად, უნდა შევძლოთ ეპიდემიის კონტროლზე აყვანა, აქ საუბარი არ არის რომ ეპიდემია დასრულდება ამ რამდენიმე კვირაში და თვეში, მაგრამ საუბარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ის კრიტიკული შეუსაბამობა, რაც რეალურად გვაქვს და გვემუქრება პაციენტების რაოდენობასა და ამ შესაძლებლობებს შორის, ეს ყველაფერი უნდა დაბალანსდეს. ეს ვარიანტები ბევრია, იხილება, უფლებამოსილი, რასაკვირველია, საკოორდინაციო საბჭოა და ეს, ალბათ, რამდენიმე დღეში იქნება გაცხადებული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი