ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს დილიდან პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.