ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოება აფასებს, როგორ იქცევი, გააკეთა შესატყვისი რეაქცია და გუნდმა მიიღო ცივი შხაპი
ბიძინა ივანიშვილი - საზოგადოება აფასებს, როგორ იქცევი, გააკეთა შესატყვისი რეაქცია და გუნდმა მიიღო ცივი შხაპი

გუნდი იმ დონეზე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისი თქმით, გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და შტოს ფლობს, როგორც წესი, თვითდაჯერებულობა ემატება.

„ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველ ტურში შედეგები, რამდენსაც ველოდებოდით. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ჩართული, მაგრამ ისევ ძველ გუნდსა და ძველ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გუნდი იმ დონეზე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ პროფესიონალური კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლების შემდეგ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდეგ. მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას ჰქონდა შესაბამისი რეაქცია და გუნდმა მიიღო ცივი შხაპი.

„ზოგი ჭირი მარგებელია, ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი, თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი და ყველაზე სასიამოვნო რაცაა, დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს, როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.