ბიძინა ივანიშვილი - ხმა მივეცი ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას და, რაც მთავარია, ადამიანის ღირსების, პატივის დაცვას
პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. ის ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.
„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე, პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას. მე ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორად ამ მიმართულებას მისცემს ხმას.
მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს, თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.