ბიძინა ივანიშვილი - გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან, ქვეყნიდანაც კი, ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს
ბიძინა ივანიშვილი - გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან, ქვეყნიდანაც კი, ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს

ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

„ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორც გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახალახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“, – განაცხადა ივანიშვილმა.