ბიძინა გიორგობიანი - მიშელის წარმატებული ვიზიტი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს, დამონტაჟებილი ჩანაწერებით სახელდახელოდ შექმნეს ახალი გარემოება, სადაც დიალოგის გაგრძელებას თურმე აზრი აღარ აქვს
ბიძინა გიორგობიანი - მიშელის წარმატებული ვიზიტი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს, დამონტაჟებილი ჩანაწერებით სახელდახელოდ შექმნეს ახალი გარემოება, სადაც დიალოგის გაგრძელებას თურმე აზრი აღარ აქვს

შარლ მიშელის წარმატებული ვიზიტი საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ რუსულ სპეცსამსახურებს და აშკარად დამონტაჟებილი ფარული ჩანაწერებით, სახელდახელოდ შექმნეს ახალი გარემოება, სადაც შეპირებული დიალოგის გაგრძელებას თურმე აზრი აღარ აქვს და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი, – ამის შესახებ ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ქვეყანაში კონფრონტაციული გარემო ხელს აძლევს მხოლოდ ნაცპარტიას, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას ის არაფერში სჭირდება“.

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმატებული ვიზიტი საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა რუსულ სპეცსამსახურებს და აშკარად დამონტაჟებილი ფარული ჩანაწერებით, სახელდახელოდ შექმნეს ახალი გარემოება, სადაც შეპირებული დიალოგის გაგრძელებას (მათ შოროს პლებისციტზეც), თურმე აზრი აღარ აქვს და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება ლაპარაკი. კონფრონტაციული გარემო საქართველოში, ხელს აძლევს მხოლოდ ნაცპარტიას, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას ის არაფერში სჭირდება. რატომ შლიან ყველა შეთნხმებას? შლიან იმიტომ, რომ კონფრონტაციულ გარემოში, „ნაცებისთვის“ საოცნებო რევოლუციურ სცენარს რაღაც შანსი კიდევ აქვს, რაც ჩვეულებრივ საარჩევნო გარემოში გამორიცხულია. სწორედ ამ მიზეზით მოუწოდებდნენ გუშინ, სოციალურ ქსელებში ქუჩის სტიქიისკენ ნაცაქტივისტები. საერთო ჯამში, ნაცპარტიას „ენვერის“ მსგავსი პროვოკაციისათვისთვის, დამფინანსებელ ლობისტებიანად ელოდება სრული იგნორი, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე შინაური მომხმარებლისაგან. ძველმოდური და ცნობილი რუსი ჩათლახების თხზულებები, აღარ იყიდება აღარც შინ და აღარც „სეერთაშორისო“ ბაზარზე“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.