ბიძინა გეგიძე - გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო კადრია
საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო კადრია. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი არჩევნების მენეჯერი უნდა იყოს.
„ქართული ოცნება“ უკვე საარჩევნო რეჟიმშია და ეტყობა, არჩევნების მენეჯერი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. იყვნენ პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არჩევნებში არ იყვნენ მენეჯერები და იყვნენ პრემიერები, რომლებიც წარმატებულ არჩევნებს ატარებდნენ. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო კადრია. ასევე, ღარიბაშვილის მთავრობაში დაბრუნებაც არჩევნებს უკავშირდება. მათ ისინი სჭირდებათ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია.
„არ მიფიქრია მაგაზე. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პროგრამა უნდა წარმოადგინოს. მე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დავაკისრე პასუხისმგებლობა. უნდა მოიგონ არჩევნები, ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი“, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.