„ბიბისის“ ინფორმაციით, დუბაის შეიხის მეუღლე, პრინცესა ჰაია ლონდონში იმალება
„ბიბისის“ ინფორმაციით, დუბაის შეიხის მეუღლე, პრინცესა ჰაია ლონდონში იმალება

დუბაის შეიხის გაქცეული მეუღლე ლონდონშია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას შეიხ მუჰამედ ალ მახთუმის მეუღლე პრინცესა ჰაიამ განაცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ცნობილია, რომ პრინცესა ჰაია თავდაპირველად გერმანიაში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა. „ბიბისის“ ცნობით, ახლა ის ლონდონის ცენტრში მდებარე ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს და მეუღლესთან გაცილების მიზნით სასამართლო დავისთვის ემზადება.

2 ივლისს შეიხმა „ინსტაგრამში“ ლექსი გამოაქვეყნა, რომელშიც ქალს ღალატში დასდო ბრალი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ჰაიას გაქცევა უკავშირდება დუბაის პრინცესა ლატიფას საქმეს, რომელიც დუბაიდან შარშან გაიქცა, თუმცა ის ინდოეთის სანაპიროზე დააკავეს. მაშინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ მომხდარი „გატაცების მცდელობა“ იყო. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ჰაიამ ლატიფას საქმის შესახებ ახალი დეტალები შეიტყო და ახლა ეშინია, რომ მასაც „გაიტაცებენ“.

69 წლის შეიხი მილიარდერია, რომელიც ძვირადღირებული ცხენების რამდენიმე საჯინიბოს ფლობს. ის არაერთხელ შეუნიშნავთ დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ერთად ასკოტში.

45 წლის პრონცესა ჰაია შეიხს ცოლად 2004 წელს გაჰყვა. ის დუბაის მმართველის მეექვსე და ყველაზე ახალგაზრდა მეუღლეა. შეიხ მუჰამედს სხვადასხვა მეუღლისგან 23 შვილი ჰყავს.