„ბიბისის“ ცნობით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა

18:26, 15.01.2026

სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებას „ჩრდილოეთის უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებით.

გრენლანდიაში ნატო-ს წევრების სამხედროების განლაგება გულისხმობს უფრო ძლიერი წვრთნების უზრუნველყოფას, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და ჩინეთის აქტივობა.

სამხედრო მისიის ფარგლებში გრენლანდიაში ორი სამხედრო გაგზავნა ნორვეგიამ. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დაცვა მთელი ნატო-ს ალიანსის საერთო საზრუნავია.

მსგავსი