„ბიბისის“ ცნობით, ინდოეთის სანაპიროსთან მოძრავ სატვირთო გემს დრონით დაესხნენ თავს
„ბიბისის“ ცნობით, ინდოეთის სანაპიროსთან მოძრავ სატვირთო გემს დრონით დაესხნენ თავს

ინდოეთის სანაპიროსთან მოძრავ სატვირთო გემს დრონით დაესხნენ თავს. „ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი გუჯარათის შტატის სიახლოვეს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი, რომელსაც ქიმიური პროდუქცია გადაჰქონდა ისრაელთან არის დაკავშირებული. გემი საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიცურავდა.

იერიშის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.

ინდოეთის არმიამ მეზღვაურების დასახმარებლად სამხედრო გემები გააგზავნა.

მედიის ცნობით, ინდოეთის სანაპიროსთან ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ირანის მხარდაჭერით მოქმედმა იემენელმა ჰუსიტებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს წითელ ზღვაში მცურავ გემებზე. ჰუსიტები ამტკიცებენ რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო ისრაელთან დაკავშირებულ გემებს ესხმიან თავს.

უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ წითელი ზღვით ტვირთების გადატანაზე უარი თქვა.