„ბიბისიმ“ „დისქავერისთან“ უმსხვილესი გარიგება გააფორმა 
„ბიბისიმ“ „დისქავერისთან“ უმსხვილესი გარიგება გააფორმა 

ბრიტანულმა ტელეკომპანია „ბიბისიმ“ საკუთარი პროგრამების გაყიდვის ისტორიაში უმსხვილესი გარიგება დადო – პოპულარული არხი „დისქავერი ჩენელ“ „ბიბისის“ საბუნებისმეტყველო ისტორიაზე გადაცემების ახალ გლობალურ პლატფორმაზე გაშვებაში საერთო ჯამში, 300 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.

გარიგება ათწლიანია და „ბიბისი“ წელიწადში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

„დისქავერი“ „ბიბისის“ საბუნებისმეტყველო გადაცემებს თავის ახალ პლატფორმაზე გაუშვებს, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში იქნება ხელმისაწვდომი, გარდა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჩინეთისა. „დისქავერის“ ახალი პლატფორმა  2019 წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ბიბისი“ და „დისქავერი“ ასევე შეთანხმდნენ, ერთობლივად გადაიღონ პროგრამები ბუნების ისტორიის შესახებ, რომელთაც ბრიტანეთში „ბიბისის“ არხზე აჩევენებენ.

ამასთან, გარიგების ფარგლებში „დისქავერის“ „ბიბისის“ ასობით დოკუმენტური ფილმის ჩვენების უფლებაც ექნება.