„ბიბისი“ - წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა
„ბიბისი“ - წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისის“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, 31 ივლისის სოციოლოგიური კვლევის საშუალო შედეგები აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 37%-ით უსწრებს თავის მთავარ მეტოქეს რესპუბლიკური პარტიიდან, რონ დესანტისს.

გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რონ დესანტისს კი – 17%. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიდან არცერთს აქვს 6%-ზე მაღალი მხარდაჭერა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპი რონ დესანტისს 2%-ით უსწრებდა (41% და 39%).

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალი ორ საქმეზე წაუყენეს – ნიუ იორკის სასამართლოში ფინანსურ დარღვევებში და ასევე ფედერალურ სასამართლოში საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობისა და გამოძიების ხელის შეშლისთვის. მას შესაძლოა, ბრალი წაუყენონ მესამე საქმეზეც, რომელიც ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას ეხება.

რესპუბლიკელთა შიდაპარტიული არჩევნები 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.