„ბიბისი“ - ვლადიმერ პუტინის დაანონსებული ვიდეომიმართვა სავარაუდოდ ხვალისთვის გადაიდო
„ბიბისი“ - ვლადიმერ პუტინის დაანონსებული ვიდეომიმართვა სავარაუდოდ ხვალისთვის გადაიდო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაანონსებული ვიდეომიმართვა სავარაუდოდ ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას გაავრცელებდა. საერთაშორისო მედია ვიდეომიმართვის თემად სხვადასხვა ვერსიებს განიხილავდა. ერთი ვერსიით, პუტინი განცხადების გაკეთებას დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შესახებ აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეომიმართვის დრომ რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოოდ, ის რუსული მედიის ანონსებიდან გაქრა. „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა დღის ბოლოს „ტელეგრამის არხზე“ დაწერა: „დაიძინეთ“. „რვა საათისთვის გაიღვიძეთ“, – ასევე წერს კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი, დიმიტრი სმირნოვი.