„ბიბისი“ - უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა
„ბიბისი“ - უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა

უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა.

„ბიბისის“ ცნობით, კონტრაქტი „გაზპრომთან“ უკვე გაფორმებულია, მიწოდება პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს.

უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ზლოტან კოვაჩის განმარტებით, ქვეყანა დღიურად 5.8 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.